წყლის ფილტრი ლაშქრობისთვის - PN - წყლის ტუმბოები / პნევმატიკა / სახანძრო სისტემა / ფიტინგები
Menu

წყლის ფილტრი ლაშქრობისთვის

  • Pn - წყლის ტუმბოები / პნევმატიკა / სახანძრო სისტემა / ფიტინგები
  • 51cjPuFhpRS
  • 60f7b98b6b3d6
  • 60fa1ac33f950
  • 60f7b9b29fdd4
  • Pn - წყლის ტუმბოები / პნევმატიკა / სახანძრო სისტემა / ფიტინგები
  • 51cjPuFhpRS
  • 60f7b98b6b3d6
  • 60fa1ac33f950
  • 60f7b9b29fdd4

პროდუქტის აღწერა

აღნიშნული წყლის ფილტრი იდეალურია ლაშქრობისას სასმელი წყლის მისაღებად ვრცლად












აღწერა

მოცემული ფილტრი გამოიყენება ლაშქრობისთვის ან სხვა ველურ პირობებში გაფილტრული წყლის მისაღებად, იქნება ეს დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად თუ რაიმეს გასარეცხად.

ერთ ჯერზე ფილტრს შეუძლია 10 ლიტრამდე სუფთა წყლის მოცემა

ოთხსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ნებისმიერი დონის ჭუჭყიანი წყლის, სასმელ წყლად გადაქცევას შეძლებთ. ამისთვის კი საჭიროა რეზერვუარი აავსოთ წყლით, დაიცადოთ რამოდენიმე წუთი რათა მსხვილი ნაწილაკები (კენჭები, ქვიშა თუ ტალახი , ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაილექოს  და ონკანის გაღების შემდეგ თქვენ შეძლებთ დასალევად უსაფრთხო წყლის მიღებას.

პირველ ეტაპზე წყალი გაივლის პოლიპროპილენის ბამბის შრეს, რომელიც შეაჩერებს ყველა სახის მყარ მინარევს. ამის შემდეგ არის იონიზირებული ფისის შრე , რომელიც კლავს სითხეში მყოფ ბაქტერიებს. მესამე საფეხური არის ქოქოსის ნახშირი, აქ წყალი კარგავს ყველანაირ სუნს, გემოსა და სხვა ეთერზეთებს რომლებიც ქიმიურად აბინძურებენ სითხეს. საბოლოოდ კი წყალმა უნდა გაიაროს მემბრანულ ფილტრში, სადაც დარჩება ყველაფერი რაც 0,01 მიკრონზე უფრო დიდია. ამ ეტაპზე სითხე თავისუფლდება მძიმე მეტალებისა და მიკროორგანიზმებისაგან. საბოლოოდ კი იღებთ იდეალურად გაფილტრულ წყალს.

კომპაქტურობა და საიმედოობა ფილტრს თქვენს იდეალურ მეგზურად აქცევს ქალაქგარეთ მოგზაურობისას

კარტრიჯს შეუძლია 1000 ლიტრამდე წყლის გაფილტრვა

 

 

მიმოხილვა (0)