დღეს წყლის ტუმბო თითქმის ყველგანაა იქნება ეს სოფლის მეურნეობა, აგარაკები, წარმოება თუ სხვა და მნიშვნელოვნად აადვილებს საქმეს. სწორედ მისი პრაქტიკულობის გამო მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და არჩევანიც მრავალფეროვანი, ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის ტუმბო სწორად შევარჩიოთ, რადგან ეს აგვარიდეს ზედმეტ ხარჯებს და უზრუნველყოფს საიმედო და გრძელვადიან წყლის მიწოდებას.
დღეს ბაზარზე საკმაოდ ბევრი წყლის ტუმბო არსებობს და ამასთან ერთად ჩნდება ბევრი კითხვაც, მაგალითად: რომელი ჯობია? რა სიმძლავრე უნდა ჰქონდეს? როგორ შევარჩიოთ სწორად?… ამიტომ, ამ ბლოგში ერთად გავერკვევით, რა ტიპის ტუმბოები არსებობს, რისთვის გამოიყენება თითოეული, როგორ უნდა მოხდეს წყლის ტუმბოს შერჩევა კონკრეტული საჭიროების მიხედვით და რა ფაქტორები განსაზღვრავს წყლის ტუმბოს ფასს.
წყლის ტუმბო შეიძლება უბრალო მოწყობილობად ჩანდეს, მაგრამ სწორად შერჩეული მოდელი ბევრ თავსატეხს ამოგიხსნით. ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ ავირჩიოთ საუკეთესო წყლის ტუმბო, რომლითაც დაკმაყოფილდება თქვენი კონკრეტული საჭიროებები.
რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის ტუმბოს სწორად შერჩევა?
წყლის ტუმბოები არა მხოლოდ წყლის მიწოდებისთვის, არამედ მისი გადატანის, წნევის გასაზრდელად და სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში გამოსაყენებლად აქტიურად გამოიყენება. არასწორი წყლის ტუმბოს შერჩევა იწვევს ენერგიის ზედმეტ ხარჯვას, რაც დამეთანხმებით გარემოსთვის ზიანის მომტანია, ასევე მოწყობილობის სწრაფი ცვეთა და არასაკმარისი წარმადობა.
სწორად შერჩეული წყლის ტუმბოები კი უზრუნველყოფს სტაბილურ წყლის მიწოდებასა და საჭიროებს მინიმალურ მოვლას.
წყლის ტუმბოების ძირითადი ტიპები და მათი ფუნქციები
წყლის ტუმბოები განსხვავდება დანიშნულების, კონსტრუქციისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით. მისი ძირითადი ტიპებია:
- ზედაპირული ტუმბო, რომელიც განკუთვნილია წყლის ამოსაღებად შედარებით მცირე სიღრმიდან, დაახლოებით 7-9 მეტრამდე. ის წყალს „იწოვს“ ზედაპირიდან და იდეალურია სარწყავი სისტემებისთვის, აგარაკზე გამოყენებისთვის ან მცირე მოცულობის წყლის გადასატანად. მთავარი უპირატესობაა მისი მარტივი მონტაჟი და მოვლა, თუმცა ღრმა ჭაბურღილებისთვის არ არის შესაფერისი.
- ვერტიკალური ტუმბო ძირითადად გამოიყენება სამრეწველო ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, როდესაც საჭიროა დიდი რაოდენობის წყლის გადატანა და მაღალი წნევა. მისი ვერტიკალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა რომ, მცირე სივრცეში მოთავსდეს.
- ჩასაძირი ტუმბო მთლიანად წყალში იძირება და მუშაობისას წყალს ქვემოდან ზემოთ ამოტუმბავს. გამოიყენება ღრმა ჭაბურღილებში, ჭებში ან წყალსაცავებში. გამოირჩევა გამძლეობითა და სიმძლავრით.
- ჭუჭყიანი წყლის ტუმბო სპეციალურად შექმნილია ისეთი სითხეების ამოსაღებად, რომლებშიც არის მყარი ნაწილაკები, ქვიშა, ტალახი ან სხვა ნარჩენები. ხშირად გამოიყენება წყალდიდობის შემდეგ, აუზების, ჩამდინარე წყლის ობექტების ან სამშენებლო ორმოების გასაწმენდად. მისი გამძლე კონსტრუქცია იცავს მექანიზმს დაზიანებისგან.
- ღვინის ან სასმელის ტუმბო განკუთვნილია სითხის ჰიგიენური ტრანსპორტირებისთვის.
- პორტატული ტუმბოები არის მცირე ზომის და მარტივად გადასატანი, ხშირად გამოიყენება ლაშქრობებზე ან მცირე მოცულობის წყლის ამოსაღებად.
- დამატებითი წნევის ტუმბო – გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა წყლის წნევის გაზრდა, მაგალითად, საცხოვრებელ სახლში.
თქვენ თუ კონკრეტული დანიშნულება თავიდანვე განსაზღვრული გაქვთ, წყლის ტუმბოს შერჩევა გაგიადვილდებათ.
როგორ განვსაზღვროთ წყლის ტუმბოს სიმძლავრე, წნევა და დებიტი?
სანამ წყლის ტუმბოების შეძენაზე გადახვალთ, იქამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ სამ მთავარ ტექნიკურ პარამეტრს:
სიმძლავრე – განისაზღვრება ვატებში ან კვტ-ში. რაც უფრო დიდი სიმძლავრე აქვს ტუმბოს, მით მეტ წყალს გადაამუშავებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მეტ ენერგიას საჭიროებს.
წნევა – მიუთითებს, რა სიმაღლეზე ან რა მანძილზე შეუძლია წყლის აწევა. სარწყავი სისტემებისთვის საჭიროა საშუალო წნევა, ხოლო ღრმა ჭაბურღილისთვის მაღალი.
დებიტი – აჩვენებს, რამდენი ლიტრი ან კუბური მეტრი წყლის გადატანა შეუძლია ტუმბოს საათში.
მაგალითად თუ ტუმბოს ეძებთ აგარაკისთვის, სადაც სარწყავი სისტემა გაქვთ, შეიძლება საკმარისი იყოს საშუალო დებიტის და სიმძლავრის წყლის ტუმბო, ხოლო მრეწველობაში შეიძლება დაგჭირდეთ მაღალი წარმადობის მოდელი.
წყლის ტუმბოს ფასი – რა განსაზღვრავს ღირებულებას?
წყლის ტუმბოს ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- ტიპი და დანიშნულება – პორტატული ტუმბოები, როგორც წესი იაფია, ხოლო ღრმა ჭაბურღილის მოდელები გაცილებით ძვირი.
- ტექნიკური მახასიათებლები – მაღალი სიმძლავრე, წნევა და დებიტი ზრდის ფასს.
- ბრენდი და ხარისხი – არავისთვის იქნება უცხო ის ფაქტი, რომ ცნობილ მწარმოებლებს უფრო მაღალი ფასი აქვთ, მაგრამ ასევე სთავაზობენ გარანტიას და ხანგრძლივ მუშაობას.
- დამატებითი ფუნქციები – ავტომატური გამორთვა, ფილტრაციის სისტემა და ენერგოეფექტურობა.
თუ გსურთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ვარიანტი, წყლის ტუმბოები თბილისში მრავალი მაღაზიასა და ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი, სადაც შეგიძლიათ შეადაროთ მახასიათებლები და ფასები.
როგორ მოვუაროთ წყლის ტუმბოს სწორად?
იმისთვის, რომ წყლის ტუმბოებმა სწორად იმუშაოს მნიშვნელოვანია რეგულარული მოვლა. აუცილებელია პერიოდულად გაწმინდოთ ფილტრები, შეამოწმოთ შლანგები და მექანიკური ნაწილები დაზეთოთ. გარდა ამისა, ზამთარში, როცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა, სასურველია ტუმბოს დაცლა და მშრალ, დაცულ ადგილას შენახვა.
ტუმბოს დამატებითი მახასიათებლები, რისი გათვალისიწნებაც მნიშვნელოვანია
ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, წყლის ტუმბოს შერჩევა გულისხმობს დამატებითი დეტალების გათვალისწინებასაც, როგორიცაა მაგალითად ხმაურის დონე – თუ ტუმბო საცხოვრებელ ზონაში იმუშავებს, უმჯობესია ნაკლებ ხმაურიანი მოდელი შეარჩიოთ, ასევე ენერგოეფექტურობა – დაბალი ენერგომოხმარების ტუმბო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ თანხის მნიშვნელოვნად დაზოგვაში და გამძლეობა – ხარისხიანი მასალებისგან დამზადებული ტუმბო ნაკლებად იჟანგება და დიდხანს მუშაობს.
გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე არსებული წყლის ტუმბოები თბილისში საკმაოდ მრავალფეროვანია ხელმისაწვდომ ფასებში.
დასკვნა – როგორ ავირჩიოთ წყლის ტუმბოები პრაქტიკულად და გონივრულად
სწორი წყლის ტუმბოს შერჩევა იწყება თქვენი საჭიროებების განსაზღვრიდან თუ სად და რა მიზნით გამოიყენებთ მას. თუ აგარაკისთვის გჭირდებათ, ყურადღება მიაქციეთ დებიტსა და ენერგომოხმარებას. თუ ჭაბურღილის წყლის ამოსაღებად – აირჩიეთ მაღალი წნევის და სიმძლავრის მოდელი.
ფასის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ არა მხოლოდ წყლის ტუმბოს ფასი, არამედ მისი გამძლეობა და მოვლის სიმარტივე.
საბოლოოდ კი სწორად შერჩეული წყლის ტუმბოები მოგემსახურებათ წლები და გაგიადვილებენ ყოველდღიურ ცხოვრებას. წყლის ტუმბოები თბილისში მრავალფეროვანი არჩევანით არის წარმოდგენილი, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი საჭიროებისთვის იდეალური ვარიანტი.