მემბრანული ფილტრი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორი დაბინძურებულია თბილისში სასმელი წყალი და რამდენად დაბალია მისი ხარისხი. ეს გამოწვეულია მრავალი ეკოლოგიური პრობლემის შეეგად, თუმცა შესაძლებელია მისი თავიდან არიდება და წყლის ფილტრაცია იმ მიზნით, რომ ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხისქვეშ არ დადგეს, რადგან ეს პრობლემა სცდება ესთეტიკური დაბრკოლების საზღვრებს და სერიოზულ ზიანს აყენებს თითოეულ მცხოვრებელს. ქალაქებში ეს გამოწვევა დიდი ხანია არსებობს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს, PN-ს მემბრანულ ფილტრს ონკანისთვის.
თბილისის სასმელი წყლის ხარისხის გაუარესებას წინ უძღვის რიგი მიზეზები: მოძველებული მილები, ქსელის ხშირი დაზიანება და არასათანადო ინფრასტრუქტურა. ძირითადად, დედაქალაქში ვხვდებით ოთხ პრობლემას:
- ჟანგი და ლითონის ნარჩენები: მილების კოროზიის გამო წყალში ხშირად გადადის ჟანგის ნაწილაკები, რკინა და სხვა ლითონები. ეს ნივთიერებები არა მხოლოდ აუარესებს წყლის ფერსა და გემოს, არამედ საზიანოა ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი გამოყენების პერსპექტივით.
- ქლორი: წყლის დეზინფექციისთვის გამოყენებული ქლორი შედის რეაქციაში ორგანულ ნივთიერებებთან და წარმოქმნის ტრიჰალომეთანებს (THMs), რომლებიც ითვლება პოტენციურ კარცენოგენულ ნივთიერებად. ქლორის მკვეთრი სუნი კი ხშირად აუტანელს ხდის მის გამოყენებას.
- მიკრობიოლოგიური დაბინძურება: მილების ქსელის დაზიანებისას შეიძლება სისტემაში მოხვდეს მიწისქვეშა წყლები ან კანალიზაცია, რომელიც იწვევეს ბაქტერიულ ან ვირუსულ დაბინძრებას. ამას თან სდევს ნაწლავური ინფექციების ზრდა.
- დანალექები და ტალახი: წყალსაცავებში წყლის დონის ცვლილებისას წყალი ხშრად იმღვრევა და შეიცავს დიდი რაოდენობით მექანიკურ მინარევებს- ტალახსა და ქვიშას. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავდება წვიმებისა და ამინდის მკვეთრი გაუარესების შემდეგ.
როგორ მუშაობს მემბრანული ტექნოლოგია?
რას ნიშნავს მემბრანული ფილტრაცია და რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი ბადეებისგან? მემბრანული ტექნოლოგია ბუნების მიბაძვით შექმნილი ინოვაციაა. ის დაახლოებით ჰგავს მცენარის ფესვებს, რომლებიც ნიადაგიდან მხოლოდ წყალსა და საჭირო მინერალებს იწყოვენ, ხოლო მავნე ნივთიერებებს გარეთ ტოვებენ. ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს PN- ის მემბრანული ფილტრიც.
ფილტრის გული არის ნახევრად გამტარი მემბრანა, რომლის ფორების ზომა იმდენად მიკროსკოპულია, რომ მასში ფიზიკურად ვერ ეტევა ბაქტერიები, ვირუსები, მძიმე მეტალების მოლეკულები და ისეთი წვრილი მექანიკური ნაწილაკებიც კი, რომლებიც თვალისთვის უხილავია. წყლის მოლეკულა, რომელიც ძალიან მცირე ზომისაა, თავისუფლად გადის ამ ბარიერს, ხოლო დანარჩენი ზედმეტი მინარევები მემბრანის ზედაპირზე რჩება.
ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ მიიღოთ არა უბრალოდ ვიზუალურად სუფთა, არამედ მოლეკულურ დონეზე გაწმენდილი სითხე, რომელიც ინარჩუნებს წლის ბუნებრივ სტრუქტურას, მაგრამ თავისუფალია პათოგენებისგან.
რატომ არ არის წყლის ადუღება გამოსავალი?
საქართველოში ხშირად გაიგებთ ფრაზას „წყალს გადავადუღებ და უსაფრთხო იქნება“. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მითია, როდესაც საქმე ეხება თბილისის წყალს. განვიხილოთ მიზეზები:
- ადუღება არ აქრობს ქიმიკატებს, თქვენ შეიძლება წყლის ადუღებით მასში ბაქტერიების 5% მოკლათ, მაგრამ ის ვერაფერს უხერხებს ქიმიურ დაბინძურებას. პირიქით, დუღილის დროს წყლის რაღაც ნაწილი ორთქლდება, რაც დარჩენილ მასაში გაზრდის მძიმე მეტალების, მარილებისა და ქლორის ნაერთების კონცენტრაციას.
- ქლორი დუღილისას გარდაიქმნება კიდევ უფრო ტოქსიკურ ნაერთებად, რომლებიც ორგანიზმში გროვდება.
- ადუღება ვერ გააქრობს ჟანგს, ქვიშასა და ტალახს.
მემბრანული ფილტრი არც კლავს და არც ხარშავს ამ ბაქტერიებს, ის ფიზიკურად აშორებს მათ წყალს. ეს არის განსხვავება გადადუღებულსა და გაფილტრულ წყალს შორის.
რომელი ჯობს, ფილტრი თუ ბოთლის წყალი?
ჯანმრთელობის გარდა, მემბრანულ ფილტრს აქვს ფინანსური უპირატესობაც. ბევრს ჰგონია, რომ ფილტრის დამონტაჟება ძვირია და ბოთლის წყლის ყიდვა გადაჭრის მათ პრობლემას, მაგრამ მრავალსულიან ოჯახში ყოველთვიურად წყლის ყიდვა სოლიდურ ხარჯებს აღწევს.
გავლენა კულინარიასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე
წყლის ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი მომზადებული კერძების გემოზე.
- ყავა და ჩაი: ნამდვილი გურმანები დაადასტურებენ, რომ ქლორიანი წყალი კლავს ყავის არომატს და ჩაის ზედაპირზე უსიამოვნო აპკს აჩენს. მემბრანული ფილტრით მიღებული წყალი არის რბილი და ნეიტრალური, რაც საშუალებას აძლევს მარცვლებსა და ფოთლებს, სრულად გაშალონ თავიანთი არომატი.
- წვნიანები და ცომეული: სუფთა წყლით მომზადებული კერძები უფრო ჯანსაღია და ინგრედიენტების ბუნებრივ გემოს ინარჩუნებს.
- ტექნიკის დაცვა: ჩაიდანში, ყავის აპარატსა და უთოში გაჩენილი ნადები სწორედ წყლის სიხისტისა და მინარევების ბრალია. მემბრანული ფილტრაცია საგრძნობლად ამცირებს ნადების წარმოქმნას, რაც ახანგრძლივებს თქვენი ძვირადღირებული სამზარეულოს ტექნიკის სიცოცხლეს.
ჯანმრთელობა და სილამაზე
წყალი ჩვენი სხეულის 70%-ს შეადგენს, მისი ხარისხი განსაზღვრავს ჩვენი კანის, თმისა და ბავშვების მდგომარეობას. ბავშვებისა და ჩვილების ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მავნე ნივთიერებების მიმართ. გაფილტრული წყლით მომზადებული საკვები გამორიცხავს ბაქტერიული ინფექციების რისკს და იცავს ბავშვის მოუმწიფებელ იმუნურ სისტემას. ასევე, ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ გაფილტრული წყლის მოხმარების შემდეგ მათი თმისა და კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ქლორი და ჟანგი აშრობს კანს და იწვევს გაღიზიანებას, ხოლო სუფთა წყალი ხელს უწყობს ჰიდრატაციას და ელასტიურობას. რაც შეეხება ორგანიზმს, სუფთა წყლის სმა ნაკლებად ტვირთავს თირკმლებს, რადგან მათ არ უწევთ დამატებითი ტიქსინების ფილტრაცია, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების ბუნებრივ გამოდევნას უწყობს ხელს.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობა
დღეს მსოფლიო პლასტმასის კრიზისის წინაშე დგას. ყოველი ნაყიდი ბოთლი წყალი ნიშნავს კიდევ ერთ პლასტმასის ბოთლს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ დაიშლება ნაგავსაყრელზე. საქართველოში ეკოლოგიური ცნობიერება სულ უფრო იზრდება. ონკანის წყლის მემბრანული ფილტრაციით თქვენ უარს ამბობთ პლასტმასის გამოყენებაზე, რაც თანამედროვე, პასუხისმგებლიანი ადამიანის არჩევანია.
რატომ PN-ს მემბრანული ფილტრი?
ბაზარზე მრავალი ტიპის ფილტრი არსებობს, თუმცა PN-ს სისტემები მორგებულია კონკრეტულად ჩვენს რეალობას — თბილისის წყალმომარაგების სისტემის სპეციფიკას.
- კომპაქტურობა: თანამედროვე სამზარეულოებში ადგილი ხშირად შეზღუდულია. ჩვენი ფილტრები ისეა დიზაინირებული, რომ დაიკავოს მინიმალური სივრცე ნიჟარის ქვეშ.
- მარტივი მონტაჟი და სერვისი: არ არის საჭირო იყოთ სანტექნიკოსი, რომ ისარგებლოთ სუფთა წყლით. სისტემა მარტივად მონტაჟდება, ხოლო კარტრიჯების შეცვლა წუთების საქმეა.
- გარანტირებული ხარისხი: PN-ს ფილტრები გადის მკაცრ ტესტირებას და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
