წყლის ფილტრი ლაშქრობისთვის

აღნიშნული წყლის ფილტრი იდეალურია ლაშქრობისას სასმელი წყლის მისაღებად

SHARE

აღწერა

მოცემული ფილტრი გამოიყენება ლაშქრობისთვის ან სხვა ველურ პირობებში გაფილტრული წყლის მისაღებად, იქნება ეს დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად თუ რაიმეს გასარეცხად.

ერთ ჯერზე ფილტრს შეუძლია 10 ლიტრამდე სუფთა წყლის მოცემა

ოთხსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ნებისმიერი დონის ჭუჭყიანი წყლის, სასმელ წყლად გადაქცევას შეძლებთ. ამისთვის კი საჭიროა რეზერვუარი აავსოთ წყლით, დაიცადოთ რამოდენიმე წუთი რათა მსხვილი ნაწილაკები (კენჭები, ქვიშა თუ ტალახი , ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაილექოს  და ონკანის გაღების შემდეგ თქვენ შეძლებთ დასალევად უსაფრთხო წყლის მიღებას.

პირველ ეტაპზე წყალი გაივლის პოლიპროპილენის ბამბის შრეს, რომელიც შეაჩერებს ყველა სახის მყარ მინარევს. ამის შემდეგ არის იონიზირებული ფისის შრე , რომელიც კლავს სითხეში მყოფ ბაქტერიებს. მესამე საფეხური არის ქოქოსის ნახშირი, აქ წყალი კარგავს ყველანაირ სუნს, გემოსა და სხვა ეთერზეთებს რომლებიც ქიმიურად აბინძურებენ სითხეს. საბოლოოდ კი წყალმა უნდა გაიაროს მემბრანულ ფილტრში, სადაც დარჩება ყველაფერი რაც 0,01 მიკრონზე უფრო დიდია. ამ ეტაპზე სითხე თავისუფლდება მძიმე მეტალებისა და მიკროორგანიზმებისაგან. საბოლოოდ კი იღებთ იდეალურად გაფილტრულ წყალს.

კომპაქტურობა და საიმედოობა ფილტრს თქვენს იდეალურ მეგზურად აქცევს ქალაქგარეთ მოგზაურობისას

კარტრიჯს შეუძლია 1000 ლიტრამდე წყლის გაფილტრვა

 

 

Reviews (0)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “წყლის ფილტრი ლაშქრობისთვის”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Follow us
TOP
მენიუ
პროდუქცია

თბილისი, ელიავას ბაზრობა მე-3 რიგი მე-15 მაღაზია.
თბილისი, ელიავას ბაზრობა მე-5 რიგი მე-25 მაღაზია.
ბათუმი, ვაჟა-ფჭაველას #75.