პნევმატიკური სისტემა არის ის ბირთვი, რომელიც ამუშავებს დაზგებს, შეფუთვის ხაზებს, მოსაჭერ ხელსაწყოებსა და საღებავის აპარატებს. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, მაგრამ საქართველოში ხშირად გვხვდება ისეთი სიტუაციები, სადაც პნევმატიკური სისტემები არასწორადაა დაგეგმილი და ძალიან დიდი ხარჯით მთავრდება.
როდესაც ვამბობთ, რომ ისინი „არასწორადაა“ დაგეგმილი, ესე იგი ის მუშაობს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე საჭიროა, ხოლო ეს იწვევს თქვენი დანადგარების გაფუჭებას იმაზე ადრე, ვიდრე გარანტია აქვს. გარდა ამისა, თქვენი დენის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც არც ისე სასიამოვნოა.
4 ნაბიჯი, თუ როგორ უნდა გამართოთ პნევმატიკური სისტემა.
ნაბიჯი 1: კომპრესორი- სისტემის „გული“
ყველაფერი იწყება ჰაერის წყაროთი. ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა მომხმარებელი კომპრესორის ყიდვისას ორიენტირებულია მხოლოდ ფასზე და თანხის დაზოგვაზე, საბოლოოდ, უფრო მეტს ხარჯავთ, ვიდრე ხარისხიანი და ადეკვატური კომპრესორი ღირდა. თუ თქვენ იყიდით პატარა კომპრესორს და ამუშავებთ მთელი დღის დაუსვენებლად, გადახურდება, ზეთი დაიცლება და ძრავსაც დაწვავს. თქვენ ჯერ უნდა დაითვალოთ ყველა დანადგარის ჯამური მოხმარება და მხოლოდ შემდეგ შეარჩიიოთ კომპრესორი, რომელიც იმუშავებს ოპტიმალურ რეჟიმში. ეს ზოგავს ელექტროენერგიას და ზრდის აგრეგატის სიცოცხლეს.
ნაბიჯი 2: ჰაერის მომზადება
ეს არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა. კომპრესორიდან გამოსული ჰაერი არ არის სუფთა, ის ცხელი და ტენიანია.
თუ ეს ჰაერი მოხვდება ძვირადღირებულ პნევმო-ცილინდრებს, ან ინსტრუმენტებს, გექნებათ შემდეგი შედეგები:
- კოროზია: წყალი შიგნიდან დაჟანგავს მექანიზმებს.
- ზეთის ჩამორეცხვა: წყალი ჩამორეცხავს ქარხნულ საცხებ ზეთს და დეტალები იმუშავებენ „მშრალზე“.
- წუნი წარმოებაში: თუ საქმე სამღებრო სისტემას ეხება, ჰაერში შერეული წყლის წვეთი მთლიანად გააფუჭებს შეღებვის ხარისხს.
სწორი პნევმატიკური სისტემა მოიცავს ჰაერის მომზადების ბლოკს: ფილტრებს, საშრობებს(დრაიერებს) და ზეთის მიმწოდებლებს(ლუბრიკატორებს). PN გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფოლტრაციის სისტემებს, რომელიც გარანტია იმისა, რომ დანადგარებამდე მხოლოდ მშრალი და სუფთა ჰაერი მივა.
ნაბიჯი 3: მაგისტრალი
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ძლიერი გული, მაგრამ ძალიან წვრილი სისხლძარღვები. რა მოხდება ამ დროს? წნევა აიწევს, მაგრმა საკმარისი და საჭირო რაოდენობით სისხლი ვერ მიაღწევს ორგანოებამდე.
ზუსტად ასე ხდება პნევმატიკაშიც, როცა ირჩევენ ძლიერ კომპრესორს, მაგრამ ჰაერი დანადგარამდე მიჰყავთ ვიწრო და არასტანდარტული მილებით. შედეგად კი, კომპრესორთან წნევა მაღალია, დანადგართან კი საკმაოდ ეცემა.
ეს არის ენერგიის კარგვა, თქვენ იხდით კომპრესორთან გამომუშავებული ენერგიის ფულს, მაგრამ იყენებთ ბევრად ნაკლებს.
რას გთავაზობთ PN-ს ინჟინრები?
პროექტის შედგენისას ჩვენ ვითვალისწინებთ მილის დიამეტრს, სიგრძეს და კუთხეების რაოდენობას. ამ კომპონენტების გათვალისწინებით, უზრუნველვყოფთ სტაბილურ წნევას სისტემის ნებისმიერ წერტილში.
ნაბიჯი 4: გაპარვები
პნევმატიკური სისტემის ენერგიის 20-30% შეიძლება დაიკარგოს უბრალოდ გაპარვების გამო. პატარა, 1 მილიმეტრიანი ნახვრეტი, რომლიდანაც შეიძლება, რომ ჰაერი ჟონავდეს, ერთი შეხედვით საშიში არაა. მაგრამ წლიურ ჭრილში ეს არის ასობით ლარის ღირებულების დაკარგული ელექტროენერგია. კომპრესორი იძულებულია ჩაირთოს უფრო ხშირად, რომ ეს დანაკარგი აანაზღაუროს.
გაპარვა ხდება უხარისხო შეერთებებში, იაფფასიან გადამყვანებსა და მოძველებულ შლანგებში. PN-ში ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ, მარალი ხარისხის ფიტინგებსა და სწრაფ-ჩამკეტებს. ჩვენი მიზანია ჰერმეტულობა. ჩვენი აწყობილი სისტემიდან თქვენ გესმით გამართული მუშაობის ხმა, ჰაერის „სისინის“ ნაცვლად.
ნაბიჯი 5:უსაფრთხოება და სისტემის აუდიტი
ბევრი დამწყები მეწარმე ყურადღებას არ აქცევს უსაფრთხოების ნორმებს, რაც სერიოზული რისკის შემცველია. პნევმატიკური სისტემა მუშაობს მაღალი წნევის ქვეშ, ამიტომ ნებისმიერი უხარისხო კომპონენტი პოტენციური საფრთხეა მომუშავე პერსონალისთვის, ორგანიზაციაში. უხარისხო შლანგის გახეთქვამ ან ფიტინგის ამოვარდნამ შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება. PN-ის ინჟინრები სისტემის დაგეგმვისას ყოველთვის ითვალისწინებენ უსაფრთხოების სარქველებსა და ავარიულ ჩამკეტებს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ წარმოებაში უბედური შემთხვევების რისკი.
გარდა ამისა, სისტემის აწყობა არ არის საბოლოო წერტილი. დროთა განმავლობაში ფილტრები ბინძურდება, რაც ზრდის წინააღმდეგობას და კვლავ ზრდის ელექტროენერგიის ხარჯს. ჩვენ გირჩევთ სისტემატიურ აუდიტს- წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს წნევის ვარდნა მაგისტრალებში და ფილტრების გამტარუნარიანობა. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ იღებთ არა მხოლოდ აწყობილ სისტემას, არამედ რეკომენდაციებს მისი სწორი ექსპლუატაციის შესახებ, რაც ტექნიკის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის 2-3 წლით.
რა ღირს წარმოების გაჩერება?
კიდევ ერთი ფაქტორი არის ე.წ. “Downtime”, ანუ წარმოების იძულებით გაჩერება. თუ თქვენ დაზოგავთ თანხას და იყიდით უვარგის და იაფიან პნევმატიკურ კომპონენტებს, მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მთელი საწარმოო ხაზი ჩერდება რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით. დაკარგული თანხა კი ზოგჯერ ათასობით ლარს აღწევს, რაც ბევრად აღემატება იმ „დაზოგილ“ თანხას, რომელიც იაფიანი ნაწილის ყიდვით მიიღეთ. PN- გთავაზობთ მხოლოდ იმ ბრენდებსა და ნაწილებს, რომლებიც გამოცდილია დროში და მინიმუმამდე ამცირებს ტექნიკური შეფერხებების ალბათობას.
რატომ PN?
დღეს ბაზარზე არის უამრავი მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შლანგისა და კომპრესორის ყიდვა, მაგრამ პნევმატიკური სისტემა მხოლოდ დანადგარებისა და ნაწილების გროვა არ არის. ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც კვალიფიციური ინჟინერია სჭირდება. ჩვენთან მოსულ დამკვეთს არ სჭირდება ფიქრი დიამეტრებზე და ფორმულებზე. ჩვენ ვქმნით პროექტს, ვარჩევთ პროდუქციას და უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას. იხილეთ ჩვენი პროდუქცია: პნევმატიკა
მაშასადამე, თუ თქვენ აწყობთ ახალ საწარმოს ან გსურთ, რომ არსებულმა სისტემამ უფრო ეფექტურად იმუშაოს, ნუ მიუდგებით პნევმატიკას ზერელედ. არასწორად გაყვანილი სისტემა არის უსაფუძვლო ხარჯვა თქვენი ბიუჯეტისთვის.
